მორიგი სამართალდარღვევის, პოლიციელის შეურაცხყოფის შემდეგ, აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიროვს დაეკისრა 2 000-ლარიანი ჯარიმა და აეკრძალა საქართველოში 3 წლით შემოსვლა
მორიგი სამართალდარღვევის, პოლიციელის შეურაცხყოფის შემდეგ, აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიროვს დაეკისრა 2 000-ლარიანი ჯარიმა და აეკრძალა საქართველოში 3 წლით შემოსვლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აფგან სადიგოვი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.
