„ჯაშუშებზე ნადირობა“ თუ დაკავება „ყალბი დოკუმენტის გამო“ – ამ სათაურით ეხმიანება გამოცემა „რეზონანსი“ სუს-ის მორიგ წარმატებულ ოპერაციას
„ჯაშუშებზე ნადირობა“ თუ დაკავება „ყალბი დოკუმენტის გამო“ – ამ სათაურით ეხმიანება გამოცემა „რეზონანსი“ სუს-ის მორიგ წარმატებულ ოპერაციას და მათივე განმარტებით, უფრო მეტი გაარკვიეს თუ რა იკითხება რეალურად სუს-ის მიერ გავრცელებული ტექსტის მიღმა. „რეზონანსის“ ინფორმაციით, უწყებამ რეალურად ერთ-ერთი, ანგარიშგასაწევი ქვეყნის ჯაშუში დააკავა, თანაც იმ ქვეყნის, რომელთანაც საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს. სწორედ ამ ურთიერთობის გათვალისწინებით, სუს-მა დაკავებული ჯაშუშის ბრალდება დელიკატურად შეარჩია და მესიჯი გაუგზავნა მის პატრონებს, რომ სიტუაციას აკონტროლებს და საქართველოში აგენტურის მუშაობას აუცილებლად გააკონტროლებს. უცხო ქვეყნის მოქალაქე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების გამო დააკავეს. უწყება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ადამიანების გამოვლენისა და მათი სხვადასხვა დანაშაულში მხილების მიზნით კონტრდაზვერვით და შესაბამის ოპერატიულ ღონისძიებებს ინტენსიურად ატარებს.
