კვიპროსის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი ილია მეორეს პატივსაცემად მის მიერ დაწერილი საგალობლით დაასრულა
კვიპროსის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს პატივსაცემად მის მიერ დაწერილი საგალობელით „კირიე ელეისონ“ დაასრულა. საგალობელი ცნობილმა სოპრანომ მარიზა ანასტასიადესმა შეასრულა. კლასიკური მუსიკის კონცერტს, ცნობილი ქართველი დირიჟორი ლევან ჯაგაევი უძღვებოდა. შესრულდა რატერის და მოცარტის ნაწარმოებები.
