აღდგომის შემდეგ შესაძლოა კიევს სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და ლინდსი გრემი ეწვიონ
აღდგომის შემდეგ შესაძლოა კიევს სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და ლინდსი გრემი ეწვიონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა ბლუმბერგთან საუბარში განაცხადა და აღნიშნა რომ ამერიკული დელეგაციის ვიზიტი შესაძლოა 12 აპრილის შემდეგ შედგეს. ბუდანოვის თქმით, მოლაპარაკებების მთავარ თემად შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიები რჩება და ამ საკითხზე პროგრესი უკვე არსებობს. მანვე აღნიშნა, რომ ირანში ომით გამოწვეულ ნავთობსა და საწვავზე ფასების სწრაფი ზრდის ფონზე, უკრაინამ უცხოელი მოკავშირეებისგან თხოვნა მიიღო, შეწყვიტოს რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე რეგულარული დარტყმები.
