თეთრი სახლი 2027 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის ერთნახევარ ტრილიონ დოლარამდე გაზრდას ითხოვს
თეთრი სახლი 2027 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის ერთნახევარ ტრილიონ დოლარამდე გაზრდას ითხოვს. ამერიკული მედიის ცნობით, გეგმა გასულ წელთან შედარებით, თავდაცვის ხარჯების 40%-ით გაზრდას ითვალისწინებს. არათავდაცვითი ხარჯები კი, ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნით, 10%-ით უნდა შემცირდეს. ეს იქნება 73-მილიარდიანი კლება, რომელიც პირველ რიგში საბინაო, სოციალური მომსახურების, ჯანდაცვისა და სხვა შიდა პროგრამებს შეეხება.
