აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვს, რომელიც პოლიციამ შეურაცხყოფისთვის დააკავა და სასამართლომ დამნაშავედ სცნო, დაეკისრა 2 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წელი აეკრძალა საქართველოში შემოსვლა
აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვს, რომელიც პოლიციამ შეურაცხყოფისთვის დააკავა და სასამართლომ დამნაშავედ სცნო, დაეკისრა 2 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წელი აეკრძალა საქართველოში შემოსვლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული განცხადების თანახმად, აფგან სადიგოვი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.
