გერმანიაში 17-დან 45 წლამდე მამაკაცები ვალდებულნი იქნებიან, ქვეყნიდან დიდი ხნით გამგზავრებისთვის ნებართვა თავდაცვის უწყებისგან მიიღონ
გერმანიაში 17-დან 45 წლამდე მამაკაცები ვალდებულნი იქნებიან, ქვეყნიდან დიდი ხნით გამგზავრებისთვის ნებართვა თავდაცვის უწყებისგან მიიღონ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეგულაცია სამხედრო სამსახურის მოდერნიზაციის შესახებ ახალ კანონშია შეტანილი. მანამდე ასეთი ნებართვის მიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იყო სავალდებულო, როდესაც ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაა ან გარე ძალების მხრიდან თავდასხმის საფრთხე არსებობს. როგორც გერმანული მედია წერს, უცნობია, როგორ მოხდება ახალი კანონის აღსრულება, რადგანაც გერმანიის მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ამ ცვლილების შესახებ არ იცის. ასევე გაურკვეველია, რა სახის სანქცია დაეკისრებათ რეგლამენტის დამრღვევებს
