Reuters: აშშ-მა რუსეთის ფინანსთა ყოფილ მინისტრს სანქციები მოუხსნა
შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრს, მიხეილ ზადორნოვს სანქციები მოუხსნა. ინფორმაცია სახაზინო დეპარტამენტმა გაავრცელა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გადაწყვეტილება არ ნიშნავს ვაშინგტონის პოზიციის ცვლილებას რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. ზადორნოვი სანქციების სიაში 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიყვანეს
