რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად „სააღდგომო ესკალაცია“ აირჩია
რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად „სააღდგომო ესკალაცია“ აირჩია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვმა, დარტყმების შეჩერების ნაცვლად, უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასირებული იერიში მიიტანა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, სააღდგომო ზავის შეთავაზება კვლავ განიხილება, თუ მოსკოვი ამას დათანხმდება
