„ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში, სამხედრო ბაზებს ამჯერად კერძო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ
„ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში, სამხედრო ბაზებს ამჯერად კერძო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ თავდაპირველად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიაგეს პატივი. დაათვალიერეს მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზის ინფრასტრუქტურა და ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები, ასევე ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ ტექნიკასა და შეიარაღებასაც გაეცნენ. მე-2 ქვეით ბრიგადას კი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციას
