ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, განათლების მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად პროექტის - ,,ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი“ მონაწილეებს შეხვდა
ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, განათლების მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად, პროექტის - ,,ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი“ მონაწილეებს შეხვდა. ის მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, 10-თვიანი ინიციატივაა და მიზნად ისახავს რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს გაძლიერებასა და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ზრდას.ქვეყნის მასშტაბით დელეგატები საკუთარ მუნიციპალიტეტებში გაავრცელებენ ინფორმაციას ახალგაზრდული პროგრამების, სერვისებისა და შესაძლებლობების შესახებ, გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებსა და აქტივობებს. პროექტის ბოლოს საუკეთესო დელეგატები გამოვლინდებიან, რომლებიც სასწავლო ვიზიტით საერთაშორისო ახალგაზრდულ ღონისძიებაზე გაემგზავრებიან
