კურორტ ნუნისამდე მისასვლელ გზას სრულად ჩაუტარდება რეაბილიტაცია
კურორტ ნუნისამდე მისასვლელ გზას სრულად ჩაუტარდება რეაბილიტაცია. 5 კილომეტრი სიგრძის გზის მოსაწესრიგებლად ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. მოლითი–ზვარე–ნუნისის გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საკურორტო ზონის განვითარებას, რის შემდეგაც ადგილობრივები და სტუმრები უსაფრთხოდ შეძლებენ გადაადგილებას. სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება ძირულა–ხარაგაული–ჩუმათელეთის საავტომობილო გზიდან, სოფელ მოლითში, სადაც გზის საფარი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. რეაბილიტაცია შეამცირებს გადაადგილების დროსა და არსებულ რისკებს. კურორტი ნუნისი მე-19 საუკუნიდან ცნობილია სამკურნალო მინერალური წყლებით, ასევე ზვარეს უნიკალური მინერალური წყლით. პროექტირება წელს დასრულდება, რის შემდეგაც გამოცხადდება სამშენებლო სამუშაოების ტენდერი
