ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ყვარლის ცენტრიდან მიუსაფარი ძაღლები აიყვანეს, ნაწილს კი ცოფის საწინააღმდეგო აცრა ადგილზე ჩაუტარდა
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ყვარლის ცენტრიდან მიუსაფარი ძაღლები აიყვანეს, ნაწილს კი ცოფის საწინააღმდეგო აცრა ადგილზე ჩაუტარდა. შინაურ ცხოველებს გურჯაანის რეგიონულ თავშესაფარში გაიყვანენ, სადაც მათ საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებული მანიპულაციები ჩაუტარდება, მათ შორის პროგრამა ითვალისწინებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და კასტრაცია- სტერილიზაციას. შესაბამისი კვლევების დასრულების შემდეგ ძაღლებს ეკიპაჟები იმავე ადგილზე დააბრუნებენ
