ამერიკული F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნას ირანის პარლამენტის სპიკერი ირონიული პოსტით ეხმაურება
ამერიკული F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნას ირანის პარლამენტის სპიკერი ირონიული პოსტით ეხმაურება. მოჰამედ ბაგერ ყალიბაფი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკელების მიზანი, ირანში რეჟიმი შეეცვალათ, ჩამოგდებული თვითმფრინავის პილოტების პოვნის მისიამდე დავიდა.
