ჯანდაცვის მინისტრი, თურქმენეთის ელჩთან ერთად ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში იმყოფებოდა
ჯანდაცვის მინისტრი, თურქმენეთის ელჩთან ერთად ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში იმყოფებოდა. გაეცნენ დაწესებულების სამეცნიერო სამუშაოებს და კვლევითი ლაბორატორია დაათვალიერეს. მხარეებმა ორი ქვეყნის პროფილურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს. ასევე, ისაუბრეს სამეცნიერო პერსონალის ურთიერთგაცვლის შესახებ.ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო მზადაა, თურქმენეთთან ფარმაკოქიმიისა და ზოგადად, მედიცინის მიმართულებით, ურთიერთობის კიდევ გაღრმავებისთვის, რასაც ხელს შეუწყობს მსგავსი ვიზიტები
