განათლების მინისტრი, სკოლის მოსწავლეთა მშობლებს ამჯერად ზესტაფონსა და სამტრედიაში შეხვდა
განათლების მინისტრი, სკოლის მოსწავლეთა მშობლებს ამჯერად ზესტაფონსა და სამტრედიაში შეხვდა. გივი მიქანაძემ მათ, ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათთან ერთად იმსჯელა რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ ინიციატივებზე. აქცენტი გაკეთდა სასკოლო ფორმებზე, სახელმძღვანელოების შინაარსის გაუმჯობესებაზე, პროფესიული განათლების გაძლიერებასა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლებაზე
