თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება, რომელიც ქალაქის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალის გაზრდის
თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება, რომელიც ქალაქის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალის გაზრდის. ძირითად მიმართულებებსა და კონცეფციაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. გეგმაში გაიწერა ყველა პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისთვის. ტურიზმი, კულტურა, ადმინისტრაციული ფუნქციებისა და სახელმწიფო სერვისების გადანაწილება. შეხვედრაში მთავრობისა და პარლამენტის წევრები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, სხვადასხვა უწყებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
