მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით, საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა
მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით, საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარე ნიკა მელიას სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.
