პარლამენტის დროებითმა კომისიამ იმ სააფთიაქო ქსელების წარმომადგენელებს მოუსმინა, რომლებსაც ფარმაცევტული ბაზრის 80% უკავიათ
პარლამენტის დროებითმა კომისიამ იმ სააფთიაქო ქსელების წარმომადგენელებს მოუსმინა, რომლებსაც ფარმაცევტული ბაზრის 80% უკავიათ. ითქვა, რომ შესაძლოა რეფერენტული ფასი დადგინდეს ბავშვთა კვებაზეც. კომისიაზე განიხილეს მთავრობის მიერ შვიდი ათასი მედიკამენტის შემდეგ, დამატებით კიდევ ოთხი ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობა.
