ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებმა სასწავლო გარემოსა და პროგრამების შესახებ პრეზენტაციები გამართეს და აბიტურიენტების კითხვებს უპასუხეს. აბიტურიენტების ინფორმირებისა და მათი მხარდაჭერის მიზნით, ღია კარის დღე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილიდან იწყება.
