ეროვნულ სკრინინგ ცენტრს საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ეწვივნენ
ეროვნულ სკრინინგ ცენტრს საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ეწვივნენ. სტუმრები ადგილზე გაეცნენ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კიბოს უფასო სკრინინგული კვლევები ჩაიტარეს. სტუმრებს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა უმასპინძლა და სკრინინგ ცენტრში არსებული სერვისების, სამედიცინო აპარატურისა და პროგრამის განვითარების გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
