მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია უცხო ძალების დახმარებით საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს
მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია უცხო ძალების დახმარებით საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს. პოლიტიკური შეფასებები კეთდება ოპოზიციონერების საზღვარგარეთ ვიზიტებზე, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ახლა თურქეთში იმყოფებიან. ფაქტი "ნაციონალურ მოძრაობაშიც" დაადასტურეს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები კონკრეტული გეგმით მოქმედებენ, რაც ქვეყნის და ხალხის ინტერესებთან კავშირში არ არის.
