ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად არის
ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად არის. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო ურთიერთობების გადატვირთვისკენ მიმართულ კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება. მისივე თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა შინაარსით გაჯერებული და ურთიერთ ინტერესებზე დამყარებული უნდა იყოს.
