ვიქტორ ორბანმა პოლონელ კოლეგას, ომის გაჩაღების მცდელობის ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის შეყვარება და გადარჩენა ურჩია
ვიქტორ ორბანმა პოლონელ კოლეგას, ომის გაჩაღების მცდელობის ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის შეყვარება და გადარჩენა ურჩია. უნგრეთის პრემიერ- მინისტრი დონალდ ტუსკის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დაწერა, რომ ნატოს დაშლის საფრთხე, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შემსუბუქება და მრავალი სხვა ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს.
