შესაძლო საფრთხის გამო, წელს საფრანგეთმა პარიზის ტერიტორიაზე მუსლიმთა ყოველწლიური შეკრება აკრძალა
შესაძლო საფრთხის გამო, წელს საფრანგეთმა პარიზის ტერიტორიაზე მუსლიმთა ყოველწლიური შეკრება აკრძალა. შეზღუდვა 3-დან 6 აპრილამდე გაგრძელდება. მოტივად გაზრდილი დაძაბულობა, ტერორიზმის საფრთხის არსებობა, საზოგადოებრივი არეულობის რისკები სახელდება. საფრანგეთის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებთან უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გამკაცრებულია. პარიზმა გადაწყვეტილება კვირის დასაწყისში, ამერიკის ბანკის ფილიალზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ მიიღო.
