შინაგან საქმეთა მინისტრი, მოადგილესთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია და განახლებული ავტოპარკი, მათ შორის ახალი მოძრავი ლაბორატორიები დაათვალიერა
შინაგან საქმეთა მინისტრი, მოადგილესთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია და განახლებული ავტოპარკი, მათ შორის ახალი მოძრავი ლაბორატორიები დაათვალიერა. გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო პროცესში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ახალი, მაღალტექნოლოგიური მოძრავი ლაბორატორიები შემთხვევის ადგილის დროული და მაღალკვალიფიციური დათვალიერების საშუალებას იძლევა.
