ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს ზუგდიდში დააბრუნებენ
შინაური ცხოველების ჰიპერ პოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით, ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს ზუგდიდში დააბრუნებენ. გარდა ზუგდიდისა, ძაღლები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდებიან აბაშასა და ვანში. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტო საკუთარ ვებ გვერდზე წინასწარ აქვეყნებს სამოქმედო არეალების კოორდინატებს და დროს. სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მიმკედლებლებს, ასევე ცხოველთა მოყვარულებს, აღნიშნულ ადგილებზე მიიყვანონ ცხოველები, სადაც მათ, საჭიროების მიხედვით, ჩაუტარდებათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
