საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში გრძელდება
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა. გაიმართა შეხვედრები პირისპირ და გაფართოებული ფორმატით, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდა. მიხეილ ყაველაშვილი ასევე შეხვდა სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, ქვეყნებს შორის სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორობა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება.
