მისია მთვარეზე
54 წლის შემდეგ „ნასა” მთვარეზე ბრუნდება. პირველად 1972 წლის შემდეგ, კოსმოსური ხომალდი, რომლის ბორტზეც ოთხი ასტრონავტია, მთვარისკენ გაფრინდა. ამ დროისთვის ხომალდი სახელად „ორიონი“ დედამიწის ორბიტაზეა. ეკიპაჟი ხომალდის სისტემებს ამოწმებს, შემდეგ კი სპეციალურ მანევრს შეასრულებს, აჩქარდება და მთვარისკენ გაემართება. ფრენის ხანგრძლივობა 10 დღეა. მისია მთვარეზე დაჯდომას არ ითვალისწინებს
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
