აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივით, თბილისის ზოოპარკში ღონისძიება გაიმართა
აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივით, თბილისის ზოოპარკში ღონისძიება გაიმართა. ის „ანდიო ლენდის“ ადაპტირებულ სივრცეში ჩატარდა და განკუთვნილი იყო აუტისტური სპექტრისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის. ღონისძიების მიზანია აუტიზმთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
