აჭარის უმაღლეს საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - დეპუტატებმა ამ თანამდებობაზე ცოტნე ანანიძე აირჩიეს
აჭარის უმაღლეს საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - დეპუტატებმა ამ თანამდებობაზე ცოტნე ანანიძე აირჩიეს. კენჭისყრა ფარული იყო. ანანიძის კანდიდატურას 13 დეპუტატიდან 12 მა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო გახარიას პარტიის წევრმა. ახალი თავმჯდომარე საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად ადამიანის უფლებების დაცვას, რეგიონული განვითარების ხელშეწყობასა და საკანონმდებლო პროცესის გაძლიერებას ასახელებს. დღევანდელ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც აირჩიეს. ეს თანამდებობა ლაშა სირაბიძემ დაიკავა.
