ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი უნგრეთის მთავრობას გამომძიებელი ჟურნალისტის, საბოლჩ პანის წინააღმდეგ, რეპუტაციის შემლახველი კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს
ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი უნგრეთის მთავრობას გამომძიებელი ჟურნალისტის, საბოლჩ პანის წინააღმდეგ, რეპუტაციის შემლახველი კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს. ამ ბრალდებას გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ მინისტრის პოლიტიკური დირექტორი. ბალაჟ ორბანი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეუძლებელია დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე ილაპარაკოს მან, ვინც უცხოური სახელმწიფოს, იუესეი აიდის-ის ან სოროსის ქსელის დაფინანსებით მუშაობს. ბალაჟ ორბანის თქმით, ასევე გაუმართლებელია ამ ჟურნალისტის მიერ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ფარული მიყურადების მიზნით, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობა. ოფიციალურ ბუდაპეშტში განმარტავენ, რომ ეს ქმედებები 12 აპრილის არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მცდელობაა.
