ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა გადაჭარბებით, 170%-ით შეასრულა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა გადაჭარბებით, 170%-ით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში პირველი კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 31 მილიონი ლარის ნაცვლად, 52 მილიონ ლარზე მეტი გადარიცხა. სააგენტომ 112 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, რომლის შედეგადაც 68 ობიექტი გაიყიდა.
