გლდანის მეორე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები 3 000 კვ.მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს
გლდანის მეორე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები 3 000 კვ.მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს თბილისის მერი გაეცნო. მოსახლეობასთან შეთანხმებით, ტერიტორიაზე განხორციელდება ავტოფარეხების დემონტაჟი და აღნიშნული სივრცე რეკრეაციას შეუერთდება. პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
