ინფორმაცია, თითქოს გორის თავშესაფარში ძაღლები დაწვეს და მოკლეს სიმართლეს არ შეესაბამება
ინფორმაცია, თითქოს გორის თავშესაფარში ძაღლები დაწვეს და მოკლეს სიმართლეს არ შეესაბამება - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლში არ ფუნქციონირებს და შესაბამისად უწყებას გორში მიუსაფარი ცხოველები არ შეუყვანია. ლაშა ავალიანის თქმით, ბრალდებები, რომელიც ისმის აბსურდულია. ჰიპერპოპულაციის პროგრამის განხორციელების დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე საუბრობს ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია ენიმალ ფროჯექთი.
