დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონს დასცინა
დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონს დასცინა. თეთრი სახლის ლიდერმა იხუმრა, რომ ცოლის მიერ გაწნული სილისგან, მაკრონი ჯერ კიდევ გონს მოდის. ტრამპი 2025 წლის მაისში გადაღებულ კადრებს გულისხმობდა, სადაც ჩანს, თითქოს ვიეტნამში ვიზიტისას, ბრიჯიტ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტს სახეში გაარტყა. მოგვიანებით მაკრონმა ეს კადრები დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილად შეაფასა
