ტრამპი: ირანის ომი დასასრულს უახლოვდება
ირანის ომი დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ამერიკელებისადმი მიმართვაში განაცხადა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, ამერიკის ძირითადი სტრატეგიული მიზნები შესრულებულია და თუ თეირანი გარიგებაზე არ წავა, შეერთებული შტატები ირანის ენერგოობიექტებს გაანადგურებს. ტრამპმა ჰორმუზის სრუტის თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის იმპორტს არ ახორციელებს, იმ ქვეყნებმა კი, ვინც ახლო აღმოსავლეთის ნავთობზეა დამოკიდებული, სრუტის დაცვაზე თავად უნდა იზრუნონ
