საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. „ნაციონალური მოძრაობა“ დროებითი საგამოძიებო კომისიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვდა და უთითებდა რომ კომისიის საქმიანობა ზღუდავს პარტიების თავისუფლებას. სასამართლომ განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება იმსჯელოს სადავო აქტების - საქართველოს პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე, შესაბამისად, იგი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე ვერ შეაფასებს ნორმატიულ აქტად საქართველოს პარლამენტის დადგენილებას. იგი მხოლოდ აღწერს და აფასებს კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენას; მეტიც, იგი საერთოდ არ ადგენს უფლებებს, ვალდებულებებს, არ იწვევს სამართლებრივ შედეგებს
