მინდია შერვაშიძეს და თორნიკე თოშხუას სასამართლომ თითო-თითო წლით პატიმრობა შეუფარდა
მინდია შერვაშიძეს და თორნიკე თოშხუას სასამართლომ თითო-თითო წლით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას. მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებას 5 თვეში დატოვებენ, რადგან ისინი უკვე შვიდი თვეა, პატიმრობაში იმყოფებიან.
