მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელი სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელი სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას. ბექა გიუნაშვილის განცხადებით სააგენტოს მხრიდან რაიმე უკანონობას ადგილი არ აქვს. მისი თქმით სააგენტოში არსებული კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე მკვდარი ცხოველის უტილიზაციისათვის.
