სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა სამ ადგილას მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა სამ ადგილას მიმდინარეობს, კახეთში, იმერეთში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სადაც სატესტო გასვლები უკვე განხორციელდა. გამოვლინდა სხვადასხვა საჭიროებები. ვაქცინაციისა და კასტრაცია სტერილიზაციისთვის გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ სხვადასხვა სოციალურ ქსელეში განთავსდება და ნებისმიერი ცხოველი თავშესაფარში პრპცედურების ჩასატარებლად პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით იქნება გადაყვანილი.
