პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ექვს წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს
პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ექვს წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს. როგორც განიმარტა, ცვლილებები ქმნის სამართლებრივ საფუძველს ავტოპარკის ეტაპობრივი განახლებისთვის და საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, ოპერატიულად უპასუხოს გარემოს დაცვით და საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
