საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების მოხმარების შეზღუდვის შესახებ
საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების მოხმარების შეზღუდვის შესახებ. თუმცა სენატის შეთავაზება, მთავრობის მიერ ინიციირებული საყოველთაო აკრძალვისგან განსხვავებულ, ორსაფეხურიან სისტემას ითვალისწინებს. ახალი გეგმით, ის სოციალური პლატფორმები, რომლებიც არასრულწლოვანებისთვის საზიანოდ შეფასდება, 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სრულად აიკრძალება, ხოლო სხვა პლატფორმებზე წვდომა მოზარდებს მშობლების თანხმობით ექნებათ. საფრანგეთის მთავრობა ამ შეთავაზებას ევროკავშირის კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნევს და კანონპროექტის ევროკომისიისთვის გადამისამართებას განიხილავს.
