არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ჰორმუზის სრუტის გახსნა სურს და ამ მიზნით, ბრძოლაში ჩართვასაც განიხილავს - ამ ინფორმაციას ექსკლუზიურად „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ავრცელებს
არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ჰორმუზის სრუტის გახსნა სურს და ამ მიზნით, ბრძოლაში ჩართვასაც განიხილავს - ამ ინფორმაციას ექსკლუზიურად „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ სპარსეთის ყურის სახელმწიფო მზად არის დაეხმაროს ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა მოკავშირეებს, სრუტე სამხედრო ძალის გამოყენებით გახსნან. მედიის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების დიპლომატები ამერიკის, ევროპის და აზიის სამხედრო ძალებს კოალიციის შექმნისკენ მოუწოდებენ.
