ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა მოსახლეობას მიმართა
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა მოსახლეობას მიმართა. ენტონი ალბანეზემ ხალხი გააფრთხილა, რომ საწვავის კრიზისის გამო, მომავალი რამდენიმე თვე რთული იქნება. პრემიერ მინისტრმა ავსტრალიელებს სიმშვიდის შენარჩუნებისა და პანიკური შესყიდვებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მოსახლეობისთვის საჯარო მიმართვას გეგმავენ დღეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც.
