საფრანგეთში მემარჯვენე მერების მიერ, მერიის შენობებიდან ევროკავშირის დროშების ჩამოხსნის შემდეგ, პოლიტიკური დავა გრძელდება
საფრანგეთში მემარჯვენე მერების მიერ, მერიის შენობებიდან ევროკავშირის დროშების ჩამოხსნის შემდეგ, პოლიტიკური დავა გრძელდება. ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირის დროშისკენ თავისუფლებას მოწყურებული ხალხი ისწრაფვის და სწორედ ამ დროშას აფრიალებდნენ კიევში ევრომაიდანზე და საქართველოში საპროტესტო აქციებზე. საქართველოსა და უკრაინის მაგალითზე მითითებას გამოეხმაურა საფრანგეთის პარტია „პატრიოტების“ პრეზიდენტი. ფლორიან ფილიპოს თქმით, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ევროკავშირის დროშა ფერადი რევოლუციების დროშაა, რომელიც განადგურებას იმსახურებს.
