კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე რადიომაუწყებლებს შეხვდა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე რადიომაუწყებლებს შეხვდა. მიზანი ბაზარზე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების განხილვა იყო. გოგა გულორდავამ რადიომაუწყებლების წარმომადგენლებს მიმდინარე აქტუალური თემების შესახებ კომისიის მიდგომა და პოზიციები გააცნო. შეხვედრის ფარგლებში, რადიომაუწყებლების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალურ თემებზე, მათ შორის, სარეკლამო ბაზრისა და საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ილაპარაკეს. კომისიის თავმჯდომარემ რადიოებს წამოჭრილ საკითხებზე კომუნიკაციების კომისიის მხრიდან, კონსულტაციებში ჩართვისთვის მზადყოფნა, კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
