ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ბერძნული ავიაკომპანია სქაი ექსპრესი საჰაერო მიმოსვლას ჰერაკლიონი - თბილისი - ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე დაიწყებს
ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ბერძნული ავიაკომპანია სქაი ექსპრესი საჰაერო მიმოსვლას ჰერაკლიონი - თბილისი - ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე დაიწყებს. ავიაკომპანიის ახალ პირდაპირ მიმართულებაზე ფრენა 6 ივლისიდან 22 სექტემბრის ჩათვლით კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ სამშაბათს შესრულდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ავიაკომპანიას ნებართვა უკვე მიანიჭა. სქაი ექსპრესი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2024 წელს შემოვიდა. დღეისათვის ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ათენი - თბილისი - ათენის მიმართულებით ასრულებს.
