ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. დოკუმენტაცია ოთხმა უცხოურმა კომპანიამ წარმოადგინა, ანალიზის შემდეგ კი გამარჯვებული გამოვლინდება. დაგეგმილია დიდი დიღმის დასახლების მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება. ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას.
