პარლამენტმა მეორე მოსმენით, დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ექვს წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს
პარლამენტმა მეორე მოსმენით, დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ექვს წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს. როგორც განიმარტა, ცვლილებები ქმნის სამართლებრივ საფუძველს ავტოპარკის ეტაპობრივი განახლებისთვის და საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, ოპერატიულად უპასუხოს გარემოს დაცვით და საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია რომ საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი ექვს წელზე მეტისაა, რაც უარყოფითად აისახება როგორც გარემოს მდგომარეობაზე, ისე საგზაო უსაფრთხოებაზე.
